ივერიონი / ვაი სირცხვილო და ვუი საქართველო!

ვაი სირცხვილო და ვუი საქართველო!

ყველაფერს ხელისუფლებას ნუ დავაბრალებთ, მათ ისედაც საკუთარი უსუსურობა და ცოდვებიც ეყოფათ. პირიქით, ყველაფერში ჩვენ ვართ დამნაშავე: ჩვენ, რომლებმაც შუბლის ძარღვი კარგა ხანია გავიწყვიტეთ და ღირსებაზეც უაპელაციოდ ავიღეთ ხელი.

ნეტავ, ისეთი რა გაუჭირდა „ქართულ იცნებას“, რომ ნიკა მელიას მისაჯირყვნად ვაზელინწასმულ და ღირსებააყრილ ქართულ კომპანიებს სასაცილომდე დასული ინტრიგა არ მოეფიქრებინათ - თურმე, ვინც თბილისის მერის არჩევნებზე რეგისტრაციას გაივლის და მარკირებული აღნიშნულ კომპანიებში დღის ბოლომდე გამოცხადდება, სოლიდური ფასდაკლებით ისარგებლებს!

არ ვიცი, ვის თავში მომწიფდა ეს უნამუსობამდე დასული იდეა, მაგრამ, ხელისუფლების დისკრედიტაციას რომ უწყობს ხელს, აშკარაა, - მეტიც, რაც არ უნდა ლამაზად შევფუთოთ, ამ ინიციატივას ამომრჩეველთა მოსყიდვის სუნი ასდის!

თუ ვინმეს ამომრჩეველთა მობილიზების და სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერის სურვილი ჰქონდა, შეიძლებოდა ეს მხარდაჭერა სამოქალაქო (მუნიციპალური) ტრანსპორტის უფასო მომსახურებით გამოეხატა და უფრო გამართლებულიც იქნებოდა.

ახლა კი რა გამოდის? ერთი ხელით ვითომ საკუთარ პროდუქციას აპიარებენ და მეორე ხელით ხელისუფლებას ეხმარებიან „ნაციონალური“ კანდიდატის მიჯირყვნაში.

ქართველებს უცნაურობები თუ უტიფრობები არ გვაკლდა, მაგრამ...

ვაი სირცხვილო და ვუი საქართველო!

 



ამომრჩევლები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ "მაკდონალდსა" და "ვენდისში", 22%-იანი ფასდაკლებით - აფთიაქებში - PSP, "ავერსსა" და "ჯი პი სი"-ში, 15%-იანი ფასდაკლებით - "გუდვილსა" და "სმარტში", ასევე 5-თეთრიან ფასდაკლებას მიიღებენ "გალფსა" და "ვისოლში".

ტელესივრცეში გავრცელებულ სარეკლამო რგოლში ნათქვამია, რომ "ბიზნესკომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო" და ამომრჩევლებს მოუწოდებენ, გამოცხადნენ მეორე ტურზე, გაიარონ მარკირება, დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ.

11-07-2014, 12:59
უკან დაბრუნება