ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 12 ივლისს 08:30 სთ-დან, რამდენიმე საათში ერთხელ, საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
07:00 საათიდან იმუშავებს როგორც კომისიის ცხელი ხაზი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
8:30 სთ
10:30 სთ
12:30 სთ
15:30 სთ
17:30 სთ
20:30 სთ
განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.