მატროსოვის ციხეში პატიმრები არჩევბევის მეორე ტურში მონაწილეობენ. სოზარ სუბარის განცხადებით საარჩევნო სიაში სულ 608 ადამიანია.
-"წინა არჩევნებისგან განსხვავებით, როდესაც ძალიან მცირე როდენობამ გამოთქვა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების სურვილი, ახლა მეტია. ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი მიცემს ხმას, საღამოს გვეცოდინება. უმრავლესობა გლდანის ციხეშია. მატროსოვის ციხეში 7 ადამიანს აქვს ხმის მიცემის უფლება, მათგან 3-მა უარი თქვა და 4 ადამიანი აძლევს ხმას"- განაცხადა სოზარ სუბარმა.