"მართლმადიდებელთა კრებული" განცხადებას ავრცელებს და ყველას გვერდით დგომისკენ მოუწოდებს.
"20 ივლისს 14:00 სთ-ზე ხელოვნების მუზეუმის წინ გაიმართება აქცია ანჩისხატისა და სიწმიდეების ეკლესიის წიაღში დაბრუნების თაობაზე; აგრეთვე ბოლო წლებში დაკარგული საგანძურისა და დღევანდელ სამუზეუმო სისტემაში არსებული სავალალო მდგომარეობის გამო. (ხელოვნების მუზეუმი მდებარეობს თავისუფლების მოედანზე, ყოფილ ცეკავშირთან და 20–ში კვირა დღეს მუშაობს..)
აქციის შემდეგ სალიტანიო ანჩისხატს ხელოვნების მუზეუმის წინ მდებარე სამლოცველოდან ლოცვითი სვლით წავაბრძანებთ წმიდა მამა გაბრიელის (ურგებაძის) მიერ აშენებულ ტაძარში (თეთრიწყაროს ქ. 11)
შემოუერთდით – ერთად დავიცვათ ჩვენი საგანძური და ერთობით ვილოცოთ საქართველოს გადარჩენისათვის!
ათიათასობით ხელმომწერთა სახელით – მართლმადიდებელთა კრებული