ივერიონი / ნიკოლოზ მჟავანაძე:-"უახლოეს დღეებში დააკავებენ გიგა ბოკერიას, კახა ბენდუქიძეს და კიდევ რამდენიმე იმ პირს"

ნიკოლოზ მჟავანაძე:-"უახლოეს დღეებში დააკავებენ გიგა ბოკერიას, კახა ბენდუქიძეს და კიდევ რამდენიმე იმ პირს"

    "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე არჩევნების მეორე ტურს ეხმიანება და ამბობს, რომ "ეს იყო ერთ-ერთი უნიკალური არჩევნები და ყველას ჰქონდა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების საშუალება".

   -"ეს იყო არჩევნები, რომელმაც უნდა შეცვალოს ქვეყნის რეალობა. ახლა უკვე აღარ იქნება საუბარი, რომ ხელისუფლებას ხელს უშლის "ნაციონალური მოძრაობა" და დადგა დაპირებების შესრულების დრო. ვფიქრობთ უნდა ჩატარდეს მერიაში რევიზია და დეტალურად იქნეს ყველა საკითხი შესწავლილი,

ჩვენ წინააღმდეგი ვართ მასობრივი გათავისუფლების, ნამდვილი პროფესიონალები ისევ უნდა დარჩნენ სტრუქტურებში და მხოლოდ ისინი გათავისუფლდნენ, რომლებიც იმსახურებენ ამას. გარდა ამისა, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გაჩერებული პროექტების განხორციელება და თბილისმა უნდა იგრძნოს ახალი მთავრობის მოსვლა".

   მჟავანაძის თქმით უნდა დამთავრდეს სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა და უნდა დაიწყოს რეალური პროსეცები. მისივე განცხადებით მხოლოდ უგულავა კი არა, ის პირებიც უნდა მიეცენ პასუხისგებაში, რომლებიც ამ სისტემაში იყვნენ ჩართულნი. მჟავანაძე სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დადგომას მოითხოვს.

   -"უნდა დადგეს სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს ადამიანი დადის საზღვარგარეთ და ჩირქს სცხებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას, ის  ეს ადამიანი მრავალ დანაშაულში ფიგურირებს და უნდა იყოს დაკითხული. თუ ის არ ჩამოვა, იქით ჩავიდეს სპეციალური ჯგუფი და იქ დაკითხონ, სადაც იმყოფება. პროკურატურამ რიხით დაიწყო და მერე არ აპატია კი არა, დაკითხვაზეც ვერ მიიყვანა. ხალხი დაიღალა".

   მჟავანაძე ვარაუდობს, რომ უახლოეს დღეებში დააკავებენ გიგა ბოკერიას, კახა ბენდუქიძეს და კიდევ რამდენიმე იმ პირს, რომლებთაც არანაკლები პასუხისმგებლობა აკისრიათ.

   -"არავის სურს, რომ ნახევარი საქართველო ციხეში იხილოს და არავის სურს "ყველანი ციხეში" გაგრძელდეს, მაგრამ უახლოეს ხანებში ჩვენ დაკავებების ახალ სერიას ვიხილავთ. ეს აუცილებელია, რომ ახალმა ხელისუფლებამ მაგალითი აიღოს და იგივე ან უარესი არ გააკეთოს".

 

14-07-2014, 11:45
უკან დაბრუნება