ირაკლი შიხიაშვილმა თბილისის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს პოსტი გადააბარა და წარმატებები უსურვა. შიხიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს საკრებულოს დაწესებული "ღია კარის დღე" გაგრძელდება და მოქალაქეებს საკუთარი სატკივარის გამოხატვა ისევ შეეძლებათ.
საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია მუნიციპალურ ფონდში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით.
-"ამ მომენტისათვის კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია. პასიურ ცხოვრებას ნამდვილად არ ვაპირებ. ყოველთვის მზად ვარ ვემსახურო ჩემს ხალხს და ქვეყანას, იქ სადაც იქნება საჭირო. მაქსიმალურად დავიხარჯები, თუ სად იქნება ეს, ამას დრო გვიჩვენებს"-განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.