"იტარ-ტასის" ცნობით, პრეზიდენტობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა, მათ შორის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ქიშმარიამ, ყოფილმა ე.წ. ვიცე-პრემიერმა ბესლან ეშბამ, დეფაქტო შს-ს ექსმინისტრმა ლეონიდ ძიაპშბამ, ოპოზიციის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ და ე.წ. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ასლან ბჟანიამ.
დეფაქტო ცესკოს თავმჯდომარის ბათალ ტაბაღუას განცხადებით, პრეზიდენტობისთვის ერთ-ერთი უმთავრესია აფხაზური ენის თავისუფლად ფლობისთვის ტესტირების გავლა. აღნიშნული ტესტირება კანდიდატმა ბესლან ეშბამ ვერ გაიარა, რის გამოც მას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 24 აგვისტოს არის დანიშნული.