ივერიონი / გიორგი ონიანი ირაკლი ბათიაშვილს:-"ანი ნადარეიშვილი თუ ორი წლის კესო ახალაია, რომელია მუქარის ადრესატი?"

გიორგი ონიანი ირაკლი ბათიაშვილს:-"ანი ნადარეიშვილი თუ ორი წლის კესო ახალაია, რომელია მუქარის ადრესატი?"

   ადვოკატი გიორგი ონიანი ირაკლი ბათიაშვილის სატელეფონო საუბარს ასაჯაროებს და სოციალური ქსელით 3 კითხვას უსვამს მას

 

   -"დღეს დაახლოებით ერთი საათის წინ მობილურ ტელეფონზე დამიკავშირდა ,,პოლიტიკოსი" შევარდნაძის დროის უშიშროების მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, იგი დაემუქრა ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრებს და განაცხადა რომ შეიძლება ბაჩოს ვერ მიწვდეს ციხეში მაგრამ აუცილებლად მიწვდება მის ახლობლებს. 

მე 3 კითხვა მაქვს ამ ადამიანთან:

1) ეს ზარი იყო თუ არა შეთანხმებული შსს-სთან და ისახავდა თუ არა მიზნად ჩემს პროვოცირებას და შემდეგ აღკვეთი ღონისძიება გირაოს შეცვლას წინასწარი პატიმრობით, რაც აქამდე ვერ მოახერხეს, 

2) ბაჩო ახალაიას ჰყავს მეუღლე ანი ნადარეიშვილი და ორი წლის შვილი კესო ახალაია, რომელი იყო მისი მუქარის ადრესატი?, 

3) უშიშროების ყოფილმა მინისტრმა როდიდან დაიწყო ძველბიჭობა და ,,რემენას" ენაზე საუბარი?"

   სოციალური ქსელით ეხმაურება მუქარების თემას ანი ნადარეიშვილიც და წერს:-

   -"მართალია, როდესაც ვინმე გემუქრება, ეს არ უნდა აღიქვა სერიოზულად, ვინაიდან ასეთი რამ მხოლოდ ბაქი-ბუქა ადამიანებს შეუძლიათ, პატარა კომპლექსიან კაცუნებს, მერე რა რომ იგი უშიშროების ყოფილი მინისტრია თან კრემლის მიერ დასმული, მე ვფიქრობ ისეთი ადამიანისგან უფრო უნდა ელოდო საფრთხეს, ვინც არ გახსენებს საერთოდ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ირაკლი ბათიაშვილმა უბრალოდ პიარი გაიკეთა, ფაფხურობს, ცდილობს ყველასგან მიგდებული და მიტოვებულის იარლიყი ჩამოიშოროს და დიდ და პატარა ფაშებს შეახსენოს თავი. თუმცა მინდა გითხრათ ჩემო მეგობრებო, თუ სადმე გარდაცვლილს მიპოვიან, იცოდეთ, რომ თავის მოკვლას არ ვაპირებ, პირიქით დიდხანს უნდა ვიცხოვრო და საქართველოს მტრების ტანჯვა-განადგურებას უნდა ვუყურო ჩემს საამაყო მეუღლესთან ერთად!"

 

 

16-07-2014, 01:13
უკან დაბრუნება