ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კონსტანტინე გამსახურდია ეხმიანება და ამბობს:
-"ეროსი კიწმარიშვილის ცხედრის დათვალიერების შემდეგ დაიწერა, რომ მას ქონდა "სტანც-მარკა", ანუ ლულის ანაბეჭდი შესაბამისი დაზიანებებით. კრიმინალისტიკაში ისეა, რომ "სტანც-მარკა" მიბჯენით სროლაზე მიუთითებს, ისევე როგორც შემავალი ჯვარედინი ნახეთქი ჭრილობა.
როგორც დროებით საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე 2009-2011 წლებში ვიტყოდი, რომ თეორიულად შესაძლებელია სხვისი ხელითაც განხორციელებულიყო ეს გასროლა. აქ მნიშვნელობა ექნება სიკვდილის გამომწვევი იარაღის დახრილობის კუთხეს, ასევე ძალადობის კვალს სხეულზე. გამოსაკვლევია იყო თუ არა გარდაცვლილის თითის ანაბეჭდები მკვლელობის თუ თვითმკვლელობის იარაღზე. თავის ქალა ნებისმიერ შემთხვევაში დაზიანებული იქნება.
ცნობისთვის: ზვიად გამსახურდიას ცხედარს, თუკი ვიმსჯელებთ ძირითადი მოწმეების გადმოცემებით, არ აღენიშნებოდა არც სტანც-მარკა, არც ჯვარედინი ნახეთქი ჭრილობა, თუმცა სროლა ახლო მანძილიდან უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ტყვიის მიერ გაკვალული გზა (ანუ შემავალი ხვრელიდან გამომავალისკენ) იყო ზემოდან ქვემოთ და რამდენადმე წინიდან უკან. დანაშაულის ყველა კვალი და ნივთმტკიცება დაკარგულია ან შეგნებულადაა განადგურებული 1994 წლის იანვარშივე.
ასევე წმინდად ფსიქოლოგიური კუთხიდან უცნაურია, რატომ უნდა მოიკლას თავი ადამიანმა, თუკი მას კონკრეტული გეგმები გააჩნია და მათზე საჯაროდ საუბრობს".