"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის განცხადებას:- "გუშინ გვქონდა საუბარი სემეკი-ის ხელმძღვანელთან. მიმდინარეობს ტარიფის გადათვლა. ჩვენ გუშინ, განსაკუთრებით "რუსთავი 2"-ის ეთერში ვნახეთ მიზანმიმართული კამპანია, იმასთან დაკავშირებით რომ ტარიფი იზრდებოდა. ეს არის სიცრუე. მე ვფიქრობ, რომ ეს სიახლე არ არის, რომ "რუსთავი-2" მიზანმიმართულად ახორციელებს სიცრუის პროპაგანდას. ეს არის სიცრუეზე დაფუძნებული მანქანა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და რომელსაც წინა ხელისუფლება ძალიან კარგად იყენებდა სათავისოდ. მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, არ დაუჯეროს იმ ცრუ განცხადებებს, რომელსაც "რუსთავი 2" აკეთებდა გუშინ, ტარიფი არ შეიცვლება, დარჩება ის შემცირებული ტარიფი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დროს განხორციელდა" სოციალური ქსელით გამოეხმაურა:
-"მივმართავ ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს: რაც მეტს ილაპარაკებთ ჩვენზე, მით უკეთესი ჩვენთვის. თქვენ რაც შეგეხებათ, თქვენთვის უკვე არც უკეთესი მოხდება რამე და არც უარესი, ასე იტივტივებთ ქართულ პოლიტიკაში ერთხანს და მერე აღარავის გაახსენდებით (მაქსიმუმ, სამართალდამცავ ორგანოებს). "რუსთავი 2" კი თქვენამდეც ლიდერი იყო და თქვენს მერეც საუკეთესოდ დარჩება" – წერს გვარამია.