ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა:
-"მე ვნახე იარაღი, რომელიც, როგორც ამბობენ, მიბჯენით იყო გამოყენებული. მასზე არ იყო სისხლის კვალი, რომელიც სხვაგან ყველგან იყო, მთელ მანქანაში და იარაღი მომეჩვენა სუფთა, საკმაოდ ახლოს ვნახე და ეს იყო ჩემთვის საკმაოდ უცნაური დეტალი ეროსი მძღოლის ადგილზე იჯდა, პიჯაკი ეცვა, ღვედი ეკეთა, ხოლო მანქანის ფარები ანთებული იყო".
21:00 საათზე გასული "კურიერი" კი გვამცნობს, რომ სათვალთვალო კამერა, რომელიც გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილს უყურებდა სხვა მხარეს არის შეტრიალებული
ოპერატორის მიერ გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ სათვალთვალო კამერა სხვა მხარესაა მიბრუნებული. გავრცელებული ინფორმაციით ეს კამერა ავტოფარეხში ეროსი კიწმარიშვილის სურვილით დამონტაჟდა. უცნობია კამერის შეტრიალება ინციდენტამდე მოხდა თუ ინციდენტის შემდეგ.