ივერიონი / ქეთი მარტიაშვილი:-"ეს ბრძოლა ერს გადაგვარებისა და ანტიქრისტეს მონობისათვის ამზადებს!.."

ქეთი მარტიაშვილი:-"ეს ბრძოლა ერს გადაგვარებისა და ანტიქრისტეს მონობისათვის ამზადებს!.."

   განა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები არ ადასტურებს, რომ ჟამი მეორედ მოსვლისა მოახლოებულია? ხალხის მასიური გაღატაკება, სიყვარულის განელება, საყოველთაო გარყვნილება-გადაგვარების წახალისება, აიდ -ი ბარათების შემოღება, სოდომ-გომორული ცხოვრების პროპაგანდა, ეკოლოგიური კატასტროფები, მაგ. აზოვის ზღვა სულ გაწითლებულა და ყარსო...და ბოლოს და ბოლოს ბიბლია-წიგნთა წიგნი, რომელიც ,,გამოცხადებაში"კარგად აღწერს ბოლო მოვლენებს, რომელსაც ჩვენი ღვთივგანბრძნობილი, წმინდა მამები კარგად გვიხსნიან, თუნდაც ჩვენი თანამედროვე მამა გაბრიელის დარიგებანი გაიხსენეთ, ან ათონელი მამა პაისი და კიდევ უამრავი წმინდანები, რომელთა წინასწარმეტყველებანი გასაოცრად ემთხვევა ერთმანეთს. გამოფხიზლდით, ახლა ქილიკობის დრო ყველაზე ნაკლებადაა, " რამეთუ ცანი და დედამიწა გადაივლის, ხოლო ღმერთის არც ერთი სიტყვა არ გადავა!"

 

   და ბოლოს, მართლმადიდებლობა ქრისტიანობის ის ბასტიონია, რომელსაც ,, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერა ერეოდეს", იგი ჩვენი ერთადერთი გადამრჩენია, რომელმაც მამულის სიყვარულთან ერთად დღემდე მოიყვანა ჩვენი პატარა ქვეყანა, ახლა ხომ ხვდებით, რატომ ებრძვიან დედა ეკლესიას ასე გამეტებით, რატომ ცდილობენ მის დისკრიმინაციას ისევე ფულზე გაყიდული ვაი -ქართველები! ეს უბრალო ბრძოლა არ არის გავლენებისათვის, აქ უფრო დიდი ძაღლის თავი მარხია,რომელიც ერს გადაგვარებისა და ანტიქრისტეს მონობისათვის ამზადებს! ....ნუმც ღირსებია ვერაგი ამას! ღმერთს ვებარებოდეთ, ქართველებო!

 

17-07-2014, 08:34
უკან დაბრუნება