საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდა. ქართველი ახალგაზრდა, რომელიც სულ რაღაც ერთი თვეა, რაც დიდ მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, შეიძლება ითქვას რომ სამოთხეში აღმოჩნდა. ის პროფესიით მხატვარ-დიზაინერია, რომლის ესკიზებიც სრულიად შემთხვევით მომღერალ დიმა ბილანის იმიჯმეიკერის ხელში აღმოჩნდა. დიმა ბილანი იმდენად დაინტერესდა ახალგაზრდა დიზაინერის ნაშრომებით, რომ გადაწყვიტა 3 კოსტიუმი სპეციალურად ახალი კლიპისვის შეიკეროს.
"სრული შოკი მჭირს, რადგან ასეთი რაღაცეები მხოლოდ სიზმარში თუ ხდება. მადლობა უფალს, რომ ჩემი ესკიზებიდან მოეწონათ 3 კოსტიუმი, რომელსაც დიმა ბილანი თავის ახალ კლიპში გამოიყენებს. შეიძლება ითქვას, რომ ასე დაიწყო ჩემი დიზაინრული მოღვაწეობა მოსკოვში" - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გიორგი ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, რომ მომღერალს ეს ყველაფერი 15 000 დოლარი უჯდება.