გამოცხადებული 5-საათიანი ზავის შემდეგ ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო დარტყმები განაახლა.
ღაზას სექტორში ისრაელის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ქვეყნის თავდაცვის ძალებმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.
სახმელეთო ოპერაციაში სატანკო, ქვეითი და საინჟირნო დანაყოფები მონაწილეობენ. თელავივში ოფიციალური ინფორმაციით აცხადებენ, რომ ოპერაციის მთავარი მიზეზი ტერორისტების მიწისქვეშა გვირაბების და ბაზების განადგურებაა.
ისრაელი მიმართავს ღაზას მოსახლეობას, გავიდნენ იმ ტერიტორიებიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რადგან "ეს სპეცოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება".
"ჰამასი" დათმობას არ აპირებს და ისრაელს ჰპირდება, რომ "ეს თავდასხმა ძვირად დაუჯდება".