უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაერო–ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს. სხდომოს ჩატარების გადაწყვეტილება დააჩქარა მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოგდებამ. ინფორმაციას სხდომის ჩატარების დაჩქარებასა და აუხილებლობაზე გაერო– ში ბრიტანეთის ელჩი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საზღვრიდან 60 კილომეტრის მოშორებით მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოდგების შედეგად ბორტზე მყოფი 200–ზე მეტი მგზავრი და ეკიპაჟის 15–ვე წევრი დაიღუპა.