უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი სახელმწიფო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს შეხვდა და დავალებები მისცა.
-"ჩვენ ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მე გავცემ დავალებას, რომ ეროვნული ეკონომიკა და სახელმწიფო ორგანოები მობილიზების პირობებისთვის მომზადდნენ"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ "ხელისუფლებისთვის ბანდიტების გეგმები ცნობილია, მათ რუსეთის მხარდაჭერით ქვეყნის კვლავინდებურად დესტაბილიზაცია და დივერსიების მოწყობა აქვთ განზრახული, ამდენად შესაბამისი ბრძანებები უნდა იქნას გაცემული, რომ მთელი ქვეყანა მზადყოფნის მაღალ დონეს მიაუახლოვდეს".