მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოგდებას პარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
-"ვუყურებ ჩამოგდებული ბოინგის შემზარავ კადრებს, ვკითხულობ განცხადებებს, სტატუსებს, კომენტარებს და ერთ რამეზე ვფიქრობ:
იქ დაღუპული ადამიანების, მათ შორის ბავშვების ჭირისუფლებისთვის აქვს რამე მნიშვნელობა, ვინ და რატომ ჩამოაგდო თვითმფრინავი?! არა!!!!!
ათასი ვერსია გაჩნდა: რუსებმა ესროლეს; დასავლეთის გაკეთებულია, რომ რუსეთს საინფორმაციო ომი მოუგოს და ფართომასშტაბიან სისხლისღვრაში ჩათრევით დაშალოს... ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება და საფუძველი, მე პირადად უფრო მეტ ლოგიკას მეორეში ვხედავ, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ არც რუსი დაიხევს უკან საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ზუსტად ისე გაწირავს უკრაინას ან საქართველოს, როგორც ამას დასავლეთი აკეთებს. დასავლეთისთვის ჩვენ, ქართველები, უკრაინელები და სხვები ერთჯერადი იარაღი ვართ რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთისთვის კი, მათივე ენაზე რომ ვთქვათ – разменная монета.ამიტომ საკუთარი თავი უნდა გვებას მხრებზე და იმდენი ტვინი გვეყოს, რომ სკამებს და კეთილდღეობას საკუთარი ქვეყანა და მომავალი არ ვანაცვალოთ, რადგან ამ გველეშაპებიდან ადრე თუ გვიან ერთ–ერთი ჩვენი სკამიანად ჩაგვყლაპავს!!! არ გვყოფნის ტვინი და ხდება ის, რაც ხდება!!! მაგრამ მე ეხლა სულ სხვა რამის თქმა მინდა და პირველ კითხვას ვუბრუნდები: დაღუპული ბავშვის ჭირისუფლისთვის აქვს ამ ყველაფერს რამე მნიშვნელობა??? არა!!! რას გააკეთებდა ადამიანი, თუ ის ადამიანია, თუ იცის, რომ მისი გულისთვის ბავშვები დაიღუპნენ და კიდევ დაიღუპებიან? ადამიანი თავის რისხვას იმისკენ მიმართავდა, ვინც ამ საშინელებას უშუალოდ გეგმავს და არ გადაივლიდა ბავშვების გვამებზე!!! რას აკეთებს პოლიტიკოსი? მისთვის უცხოა სიბრალული, სამართლიანობა და არც მტყუანი და არც მართალი, არანაირ მსხვერპლზე უკან არ იხევს!!! ამ ყველაფერზე მაღლა კი ადამიანის სიცოცხლეა, უდანაშაულო ადამიანის, რომელსაც პოლიტიკოსი არაფრად აგდებს და თავის დასაცავად ან სხვის წინააღმდეგ იყენებს!!!
აი ეს განსხვავებაა ადამიანსა და პოლიტიკოსს შორის!!! და სანამ ეს ასეა, სანამ თანამდებობასა და ადამიანობას შორის უნდა გააკეთო არჩევანი, მე ვირჩევ ადამიანობას და ვდგები იმ ჭირისუფლის გვერდით, რომლისთვისაც სულერთია, ვინ მოუკლა შვილი!!!