რამდენიმე თვის წინ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის"" წევრებმა, მათ შორის ,,უფლებადამცველთა გაერთიანების"" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ "ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე" ზაზა ხატიაშვილი ,,ნაციონალურ მოძრაობასთან"" გარიგებაში და ასოციაციის ზონდერების თავშესაფრად ქცევაში დაადანაშაულეს, რასაც ხატიაშვილის მხრიდან ადვოკატების, მათ შორის ნიკოლოზ მჟავანაძის ხელისუფლებასთან გარიგებაში დადანაშაულება მოჰყვა. საზოგადოება არა ერთხელ გამხდარა ურთიერთბრალდებების მოსმენის და დაპირისპირების მნახველი
"ივერიონი" ადვოკატ გიორგი ონიანს დაუკავშირდა.
-მას შემდეგ, რაც ზაზა ხატიაშვილმა ღიად გამოხატა თქვენი მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ის დაიცავს თქვენს უფლებებს პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, წამოვიდა სეტყვა ხატიაშვილის მიმართ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ იქამდე ხატიაშვილის სალანძღავი სიტყვა არავისგან არ გაგვიგია. როგორ ფიქრობთ, ხატიაშვილმა პროფესიონალური მოვალეობა შეასრულა, თუ როგორც ამას ამბობენ ფინანსური დაინტერესებისა და პოლიტიკური პიარი-სახელის გამო დაგიდგათ გვერდით?
-ზაზა ხატიაშვილი არის უფლებადამცველი, ადამიანი რომელიც წინა ხელისუფლების დროს აშკარად გამოირჩეოდა უკომპრომისობით და არ ტოვებდა არც ერთ საკითხს უყურადღებოდ, რაც ადამიანის უფლებების დარღვევებს შეეხებოდა, ისიც უნდა ვტქვა, რომ სანამ ზაზა მასეთ განცხადებას გააკეთებდა, მე მასთან ბევრი კამათი და პოლემიკა მქონია და სანამ არ დარწმუნდა, რომ ჩემდამი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ყველა ქმედება წმინდა პოლიტიკურ ხასიათს შეიცავდა ერთი სიტყვა არ უთქვამს. იგი არის აშკარად შორსმჭვრეტელი და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი. ადამიანი რომელიც ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოისყიდა. ვთვლი მომავალი სწორედ ასეთი ადამიანების ხელშია.
-მაშინ რას უკავშირებთ მის მიმართ საზოგადოებისა და ადვოკატთა კორპუსის გარკვეული ნაწილის რადიკალურ ცვლილებას?
-მან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველმა გაილაშქრა ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მას ოლიგარქი და დიქტატორი უწოდა, ამოსავალი წერტილი ეს არის. ხომ წარმოუდგენელია ექიმი, რომელიც პაციენტებს არჩევს რაღაცის გამო და ვთქვათ პოლიტიკური შეხედულებების შეუსაბამობისას უარს ამბობს ოპერაციაზე. ასეა "ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე", ის ვალდებულია მის ასოციაციაში შემავალ ადვოკატებს გვერდით დაუდგეს და ყველა საკითხი განიხილოს, ასე რომ ზაზა ხატიაშვილმა თავისი პროფესიული მოვალეობა შეასრულა ჩემთან მიმართებაშიც და დარწმუნებული ვარ ასე მოიქცევა ასოციაციის ნებისმიერი წევრი მიმართ მომავალშიც.
-ამას თქვენ ამბობთ, მაგრამ ნიკოლოზ მჟავანაძემ და კიდევ რამდენიმე ადვოკატმა ,,ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე"",,ნაციონალურ მოძრაობასთან"" გარიგებაში და ასოციაციის ზონდერების თავშესაფრად ქცევაში დაადანაშაულეს.
-რაც შეეხება მჟავანაძეს, გაგნიძეს ესენი არიან ჩვეულებრივი შიკრიკები, რომლებიც ინსტინქტებით მოქმედებენ და ვერასდროს ვერანაირი წვლილი ვერ შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში, გილოცავთ ბატონო ზაზა, თქვენ მჟავანაძე და გაგნიძე გიპირისპირდებათ, ამით ყველაფერი ნათქვამია!
-კარგით, მოდით ბოლოს ორიოდე სიტყვით დაახასიათეთ პირადად თქვენს მიერ დანახული ზაზა ხატიაშვილი
-ზაზა ხატიაშვილი-ადამიანი, რომელმაც გამაოცა ბოლო წლების განმავლობაში, კალმახივით სულ დინების წინააღმდეგ მიცურავს...