სადარბაზოში მცხოვები ოჯახი სოციალური დამხარების გარეშე რჩება
თბილისში, სვანეთის უბანში, პაატა სააკაძის 19-ში, ყოფილი მეხუთე საავადმყოფოს დერეფანში ცხოვრობს დათო შამუგიას ოჯახი. ოჯახი ხუთი წევრისგან შედგება-დედა, მამა, ორი მცირეწლოვანი ბავშვი და 80 წლის ბებია.ოჯახში არავინ მუშაობს, საკვებს მართლაც რომ მეზობლების დახმარებით იღებენ, გაუსაძლის პირობებში მოხუცის ისედაც შერყეული
ჯანმრთელობა კიდევ უფრო დამძიმდა, ბავშვებს კი თავშესაფარი ენატრებათ და მშვიდი ძილი არ ღირსებიათ მას შემდეგ, რაც ამ შენობის დერეფანში დასახლდნენ. ადრე დათო შამუგია ოჯახთან ერთად დევნილთა საერთო საცხოვრებელში სხვის ბინაში ქირით ცხოვრობდა, საიდანაც მეპატრონემ ქირის გადაუხდელობის გამო გამოასახლა და მას მერე მათი ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა.
დათო შამუგის მონაყოლი:-"მივედი საკრებულოში, შემხვდა ბატონი გიორგი ტყემალაძე და შუამდგომლობა გამიწია ქალაქ თბილისის მერიაში, ასევე ადგილობრივ გამგეობაში. მერე მამუკა ქაცარავასგან მივიღე უარყოფითი პასუხი, მიზეზი- არ არის გათვალისწინებული მიზნობრივი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ერთჯერად მატერიალური დახმარების გაწევას ბინის ქირის დაფარვის მიზნით".
გამწარებულმა მამა ვერსად საშველი რომ ვერ ნახა, სახელმწიფო კანცელარიის წინ ოჯახთან ერთად შიმშილობა დაიწყო, მხოლოდ პროტესტის უკიდურესი ფორმის შემდეგ შეხვდა საქმის წარმოების სამსახურის უფრსი ლევან ერიქაშვილი, რომელმაც შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა და დაპირდა, ჯანდაცვის სამინისტროში გადაწყვიტავდნენ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხს. ასე დააიმედა და გადაამისამართა ჯანდაცვის სამინისტროში.
ამის მერე დაიწყო გაუთავებელი სიარული ჯანდაცვის სამინისტროში და კითხვები, რომელზეც პასუხი დღესაც არ არის გაცემული, ბოლოს როგორც იქნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებიც დაპირდნენ ერთ კვირაში საცხოვრებელი ფართი გექნებაო, მაგრამ აქაც დაპირება დაპირებად დარჩა. მერე კი
"ქველმოქმედთა სახლ "მომავლის გზაში" გადაამისამართეს.
იმედდაკარგული მივიდა დათო შამუგია "მომავლის გზაში" და ფონდის პრეზიდენტს, დავით კინწურაშვილს შეხვდა, თუმცა მოხდა ის, რასაც არ ელოდა-ფონდის ხელმძღვანელმა მოუსმინა, დააიმედა და ერთჯერადი დახმარების სახით პროდუქტი მისცა, შემდეგ კი "მომავლის გზის" ყოველთვიური დახმარების პროგრამაში ჩასვა. სულ პატარა პრობლემა მოგვარდა, თუმცა საცხოვრებელი ფართი ოჯახისთვის აუხდენელ ოცნებად დარჩა.
ოჯახთან დაკავშირებით "მომავლის გზის" ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილს გავესაუბრეთ.
-ბატონო დათო, გასაგებია, რომ თქვენ ოჯახი დახმარების პროექტში ჩასვით, სხვადასხვა სახის დახმარებას იღებენ თქვენგან, მაგრამ ყველაზე მთავარი-სახლი დღესაც არ აქვთ და ისევ გაუსაძლის პირობებში არიან, მალე ზამთარი მოვა, რა ეშველებათ ბავშვებს და მოხუცს?
-მართალია, საცხოვრებელი ფართით დღემდე არ არის უზრუნველყოფილი ოჯახი.
-თუმცა როგორც თავად ამბობს, შიმშილობა სწორედ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფით დაპირების შემდეგ შეწყვიტა.
-კი, დაპირდნენ, მაგრამ დაპირებიდან ერთ კვირაში მიიღო პასუხი სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის გიორგი კკაკაჩიას ხელმოწერით.
საქართველოს კანონის 18-ტე მუხლის თანახმად უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფა არ შედის მათ კონპეტენციაში, ასევე სცილდება ეს დაპირება საქრთველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კონპეტნციას.
-თქვენთან როგორ მოვიდა?
-ბატონი დათოს შესახებ მე დამიკავშირდნენ სოციალური დაცვის დეპარტამენტიდან და მხოვეს აღმომეჩინა დახმარება, ჩემი ფონდის პროგრამის ფარგლებში ბატონ დათოს დავეხმარე საკვები პრდუქტით და ჩავსვი ოჯახის გაძლიერების პროგრამაში, რაც ითვალისწინებს არა ქირის გადახდას, არამედ ოჯახის გაძლიერებას , ეს არის სახლის რემონტი, ავეჯით უზრუნველყოფა, საყოფაცხოვრებო ნივთებით, მედიკამტებით უზრუნველყოფა, მაგრამ სამწუხაროდ ბატონ დათოს საცხოვრებლი არ გააჩნია და ჩვენი პრგრამა მისთვის გამოუსადეგარია ამ მოცემულ ეტაპზე, რაც შეეხება კვებას, ჩვენ მზად ვართ საკვები პროდუქტით, საჭიროების შემხვევაში მედკიმანტით და ჰიგიენის მოხმარების ნივთებით დავეხმაროთ. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ასეთი კატეგორიის ოჯახი, რომლსაც არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი, ასზე მეტია ფონდში რეგისტრირებული, მაგრამ უკიდურესი შემხვევა გვაქვს ოცამდე, ეს ის ოჯახებია, რომლებიც დარჩნენ ღია ცის ქვეშ. სამწუხაროდ ფონდს არ გააჩნია საშულება აღნიშნული ოჯახების ფართით უზრუნველსაყოფად.
-გამოსავალი? რა შეიძლება გააკეთოთ ამ ოჯახის დასახმარებლად?
-მიჭირს პასუხის გაცემა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ ოჯახის დასახმარებლად, მათი მთვარი პრობლემაა, რომ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყონ, სანამდე უნდა იცხოვრონ სადარბაზოში, 80 წლის მოხუცთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ნუთუ მართლა პატრონი არ ჰყავს ამ ქვეყანას, ღმერთმა ნუ ქნას და რაიმე უბედურება რომ შემხვეს ოჯახს, ალბათ მაშინ ახმაურედება ყველა და დაიწყებენ თავის მართლებას.
ვთხოვ სახელმწიფოს, ვისაც ხელეწიფება ასეთი ოჯახების მიხედვა, მიხედონ და გადაარჩინოს ეს ხალხი.
ასევ მინდა ვხოვო საზოგადოებას, რომ გაითვალისწინონ ოჯახის მდგომარეობა და იქნებ მცირედი დახმარებით მაინც დაეხმარონ!
ძალიან ცუდია ის, რომ ბატონი დათოს თქმით, სოცილურმა სააგენტომ დააწერინა განცხადება სოციალრი დახმარების მოხსნასთან დაკვშირებით. მას უხსნიან სოციალურ დახმარებას უმისამართობის გამო. ოჯახი არის გაურკვეველ მდგომარეობაში, წარმოგიდგენიათ? სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ფართით დაკმაყოფილებას, სადარბაზოში ცხოვრების და უმისამრთობის გამო კი იგივე სახელმწიფო უხსნის სოციალურ დახმარებასაც. დათოს და მის ოჯახს სხვა გზა არ დარჩენიათ, ის აპირებს სახელმწიფო კანცელარიასთან შიმშილობის გაგრძელებას, რათა ასე მაინც მიიპყროს ყურადღება.
ჩვენ ვუერთდებით ფონდის მიმართვას და ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს:
.ს.ს. თიბისი ბანკი ანგარიში: GE42თB7621136080100002/GEL. მიმღები ქველმოქმედთა სახლი ,,მომავლის გზა. საფუძველი: ( დავით შამუგიას დახმარება) საინდიფიკაციო კოდი: 205164052. ან დარეკეთ მაგთი, ჯეოსელი, ბილაინიდან ნომრზე. 0901 500 546.