ივერიონი / კახა კახიშვილი:-"მინისტრების დიდი პრობლემა ისაა, რომ გადაწყვეტილების მიღების ეშინიათ"

კახა კახიშვილი:-"მინისტრების დიდი პრობლემა ისაა, რომ გადაწყვეტილების მიღების ეშინიათ"

   მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე ალაპარაკდა, ექსპერტი კახი კახიშვილი თვლის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.

   -"ვადამდელი საპარლამეტო არჩევნების ჩატარება არც პარლამენტს და საერთოდ არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ სურს. ერთადერთი, რის გამოც შეიძლება, არჩევნები დაინიშნოს არის ხალხის პრინციპული მოთხოვნა, სხვა შემთხვევაში ეს არ მოხდება, რადგან ყველა თავის სკამს უფრთხილდება".

   ექსპერტის აზრით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები მოსალოდნელი იყო, რადგან არჩევნების შემდეგ ხელისუფლება მიხვდა, რომ გადახალისებაა საჭირო. 

   -"შეარჩიეს ისეთი მინისტრები, რომელთა შეცვლითაც უმტკივნეულო გადახალისება მოხდებოდა. ეს ის მინისტრები არიან, რომელთა უკანაც არანაირი პოლიტიკური ძალა არ დგას, ისინი  "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდნენ ცნობილნი. აქედან გამომდინარე,   პრემიერის მიდგომა მათ მიმართ გაუგებარია, რადგან ისინი არანაირ პრობლემას არ ქმნიდნენ. 

   ახალმა მინისტრებმა სიღრმისეული რეფორმები უნდა ჩაატარონ. ამისთვის კი საჭიროა, რომ ყოველი მათგანი დარგის სპეციალისტი იყოს. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ გადაწყვეტილების მიღების ეშინიათ, ასეთ შემთხვევაში კი წარმატრბულ მინსტრად ვერ ჩაითვლები." - აღნიშნა კახიშვილმა.

 

23-07-2014, 10:25
უკან დაბრუნება