ივერიონი / კახი კახიშვილი:-""ოცნების" წარმომადგენლებმა ვერაფერი ისწავლეს "ნაციონალების ბედისგან"

კახი კახიშვილი:-""ოცნების" წარმომადგენლებმა ვერაფერი ისწავლეს "ნაციონალების ბედისგან"

   ექსპერტის, კახი კახიშვილის თქმით, მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს შორის ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ დაიძაბა, რომ პრობლემაა პრეზიდენტის და ივანიშვილის ურთიერთობაში.  

   -"მკაფიო სიგნალი რომ ყოფილიყო, რომ ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის არავითარი პრობლემა არ არის, თავს არ გამოიჩენდნენ ზოგ-ზოგიერთები, რომ ადგილი არ არის, თუ უნდა მოვიდეს...ადამიანები პოლიტიკის გამო ივიწყებენ ადამიანურ ურთიერთობებს. ადამიანები ცდილობენ უაზრო განცხადებების გამო ღარიბაშვილს ასიამოვნონ და ყველაფერზე მიდიან. არაფერი მუდმივი არ არის, ჩვენ კარგად ვხედავთ, რა დღეში არიან ის ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ არა მხოლოდ ამინდს, არამედ ადამიანების ბედსაც კი, სამწუხაროდ, "ოცნების" წარმომადგენლებმა ვერაფერი ისწავლეს "ნაციონალების ბედისგან". თუ ვადამდე არა, ვადის გასვლის მერე რომ მაინც დათმობენ სკამებს და მერე ხომ უნდა შეეძლოთ საზოგადოებისთვის თვალებში ჩახედვა. ყველამ პატივი უნდა სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს და მინიმუმ დაფიქრდეს უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეტების დროს".

 

23-07-2014, 13:17
უკან დაბრუნება