შსს-ს ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის, ასპინძისა და ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოებში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კალიბრის 3428 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა ტიპის 62 ხელყუმბარა, 11 ცალი გადაჭრილი თოფი, 3 პისტოლეტი, 1 შაშხანა და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
„სულ ჩაბარებულია: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კალიბრის 3428 საბრძოლო ვაზნა, „ეფ-1“-ის ტიპის 35 ცალი, „ერ-გე-დე“-ს ტიპის 4 ცალი და „ერ-გე“-ს ტიპის 23 ცალი ხელყუმბარა, „ერ-კა-გე 3 ემ“-ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო 5 ყუმბარა, 11 ცალი გადაჭრილი თოფი, „ტოზ-8-01“-ის ტიპის 1 შაშხანა, „უ-ზე-ერ-გე-ემ“-ის ტიპის 43 ცალი ამფეთქი ფალია, 3 პისტოლეტი, „ბე-ემ15“-ის ტიპის 1 გასროლა, სანადირო თოფის 10 მასრა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 3 მჭიდი, 3 ცალი საკვამლე კოჭა, 10 ცალი ცილინდრული ფორმის საგანი და „ტე-ემ 62“-ის ტიპის 1 ცალი სასწავლო-ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი.“ ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).