ქართული ტრადიციული გაგებით, ინტელიგენტი საჯარო პირია, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი მდგომარეობა უკავია. ადრე ვინც ჰალსტუხს ჩამოიკიდებდა, ყველა ინტელიგენტობაზე აცხადებდა პრეტენზიას, საერთოდ ჰქონდა თუ არა ორი წიგნი წაკითხული.
სხვა დეფინიციაა ინტელექტი და ინტელექტუალი, რომელიც ჰალსტუხების ჩამოკიდებით და ცხენგასაჭენებელ კაბინეტში ჯდომით არ მოიპოვება!
საქართველო სავსეა ასეთი „ინტელიგენტებით“, მაგრამ ინტელექტუალების ნამდვილი დეფიციტია, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ.
ახლა კი პირდაპირ საქმეზე.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტარები ჯამაგირის (ხელფასის) გაზრდას ითხოვენ, თუმცა არგუმენტირებულად ვერ ასაბუთებენ, რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი და რატომ დასცინიან ასე თავხედურად საზოგადოებას!
აქსიომაა, რომ ნებისმიერ ადამიანს თავისი შრომა სათანადოდ უნდა აუნაზღაურდეს, მაგრამ ისიც ნათქვამია, რომ ფეხი იქამდე უნდა გაშალო, სადამდეც საბანი გაგწვდებაო.
დავიწყოთ იქიდან, აქვთ თუ არა დღევანდელ პარლამენტარებს თავიანთი შრომის შესატყვისი ჯამაგირი და რა სარგებლობა მოაქვს (და მოუტანს მომავალში) საზოგადოებისთვის მათ მიერ ვიღაცის დაკვეთით გამომცხვარ კანონებს?!
იქნებ ეს ჯილდო (მომატებული ხელფასი) ერის ღალატისთვის - ანტიდისკრიმინაციული კანონის ერთსულოვნად მიღებისთვის უნდა გადავცეთ?!
უფრო შორს რომ არ წავიდეთ, რა განსხვავებაა წმინდა „ნაციონალურ“ პარლამენტსა და დღევანდელ პარლამენტს შორის? არც არაფერი, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მარჯვედ შეასრულებს მავანის და მავანის დავალებას, რომელიც აშკარა წინააღმდეგობაშია ერის ტრადიციებთან და ფასეულობებთან.
თავხედობასაც აქვს საზღვარი. მახსენდება ლევან ვასაძის სიტყვები, რომელიც მან თავისი გახმაურებული გამოსვლისას დააფიქსირა: თქვენ თქვენი ქმედებისთვის პარლამენტიდან გამოგრეკავთო!
რა ხდება მართლა: მადა ჭამაში მოდის, თუ საზოგადოება მართლა ნახირი ჰგონიათ?
ისე, ისიც საკითხავია - რამდენი ნაბიჯია ინტელიგენტობიდან ღორობამდე!
საბა საბახტარაშვილი