უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ნიდერლანდების სამეფოს საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საელჩოში მივიდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
17 ივლისს მალაიზიური ავიახაზების "ბოინგ 777" რეისის ამსტერდამი-კუალა-ლუმპური ჩამოგდების შედეგად ბორტზე მყოფი 298 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის 154 ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე.