თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურის ინფორმაციით, 23-ე ქვეითი ბატალიონის მორიგი ნაკადი სამშობლოში დღეს დაბრუნდა.
ბატალიონი 4 თვის განმავლობაში ბაზა „ლეზერნეკზე „ ამერიკული კონტინენტის შემადგენლობაში ISAF-ის მისიას ასრულებდა.
„23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში დავალებებს , ჰელმადის პროვინციაში საბრძოლო დავალებებს საქართველოს მისიის ქვეშ ასრულებდა. ავღანეთში საქართველოს სამშვდობოები ამერიკული კონტიგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილებას.“ - ნათქვამია განცხადებაში.
150 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი, მეორე მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ. მათ სამხედროებს საქართველოში დაბრუნება მიულოცეს და მისიის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.