"ის შრომის კოდექსი, რევოლუციური იყო და ჩვენ რეალურად დავაბალანსეთ ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის."- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მის მომზადებაში ბიზნესმენებიც მონაწილეობდნენ.
„ამ პროცესში გახსოვთ, რომ არა მხოლოდ თქვენ, ბიზნესმენებიც იყვნენ ჩართულები. მივიღეთ დაბალანსებული სისტემა, სადაც დღეს ვერავინ ვერავის ვერ ეტყვის, დაუსაბუთებლად სამსახურიდან წადიო. ყოველ შემთხვევაში შრომის კოდექსი ამას კრძალავს.
ეს რა თქმა უნდა, არის პროგრესული ტექსტი, კარგი რეფორმა ჩავატარეთ, მაგრამ დანანებით უნდა აღვნიშნო, რომ კერძო სექტორის ბევრი წარმომადგენელი არაფრად დაგიდევთ ამ შრომის კოდექსს, რომლის შემუშავებაზე ჩვენ ამდენი ვიწვალეთ.
ჩვენ - მთავრობამ და კანონმდებელმა ერთად უნდა ვიფიქროთ, რომ კერძო სექტორმა კეთილი ინებოს, შრომის კოდექსს სცეს პატივი და დაიცვას დასაქმებულების უფლებები. მითუმეტეს, რომ ჩვენ ,კერძო სექტორის ყველა ინტერესი გავითვალისწინეთ, როდესაც ამ შრომის კოდექსზე ვმუშაობდით". - განაცხადა მინისტრმა.