საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჰიუბეილის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. საუბარი საქართველოსა და NATO-ს დაახლოების ფორმატებსა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს შეეხო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს 24 ივლისს ეწვია.