თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ხელმძღვანელობით ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა.
საქართველოსა და სამხრეთ-კორეის მაღალჩინოსნებს შორის პირველი ოფიციალური შეხვეედრა გაიმართა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პრესპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. კორეულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს განვითარებაში გაუწიოს დახმარება. ადმირალ ჩოი იონ ჰის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში საქართველოში სამხრეთ კორეის თავდაცვის ატაშე დაინიშნება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალური შტაბის წარმომადგენლები სამხრეთ-კორეის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში არსებულ ჰოლდინგებსაც ესტუმრნენ.
გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დელეგაციის წევრებთან ერთად სამხრეთ - კორეის სამხედრო ბაზები დაათვალიერა და ტაქტიკურ სწავლებასაც დაესწრო.