"ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩახერგილი საირმე-უდაბნოს გზა ნაწილობრივ გაწმენდილია, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. გაწმენდითი სამუშაოები გზის ამ მონაკვეთზე ხვალ დასრულდება. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კურირებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ასევე, სტიიქიით დაზარალებულ ვანის მუნიციპალიტეტში მუშაობენ. ადიდებულმა კვინისწყალმა დღეს სოფლების - ინაშაურისა და საპრასიას დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, მოვარდნილმა წყალმა სოფლები დააზარალა.
ვანის მუნიციპალიტეტში გაემგზავრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი, თენგიზ თოფურიძე, სამმართველოს თანამშრომლები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად იმუშავებს სქიტიის შედეგეგბის მაქსიმალურად სწრაფად აღმოფხვრისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ამაღლებაში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა,