თაბუკაშვილის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ "ბრენდ +"-ის უკან მდებარე ტრანზბუტკა აფეთქდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ადგილზე იმყოფება სახანძრო და საპატრულო ბრიგადები. აფეთქების შედეგად თაბუკაშვილის, მაისურაძის, ვაკისუბნის, ბამის და რამდენიმე უბანს რამდენიმე საათით ელექტრო ენერგის მიწოდება შეუწყდათ.
"ივერიონი" ადგილზე თვითმხილველებს გაესაუბრა.
ნინო ნოზაძე:-იქვე ტრაზბუტკის წინ ვიჟექით ქალები, ბავშვები კი ახლო-მახლო თამაშობდნენე. უეცრად შენობაში რაღაცამ იფეთქა და დიდი ცეცხლი გამოვარდა ფანჯრებიდან, კიდევ კარგი მოვასწარით ბავშვების გაყვანა, ეს ისეთი საშინელება იყო და აფეთქებას იმხელა ძალა ჰქონდა,რომ ტრანსფორმატორიდან ამონახეთქი ადუღებული ზეთი სულ სკამებს შემოესხა. ღმერთმა გადაგვარჩინა, ეს ყველაფერი წყლის ტრაზბუტკაში ჩასვლამ გამოიწვია. წყალი რომ არ ჩასულიყო არ აფეთქდებოდა , რამდენჯერმე მივმართეთ მუნიციპალიტეტს შენობის დასახურად, მაგრამ უშედეგოდ, ყურადღება არავინ მიაქცია, ახლა კი დაფაცურდნენ უცებ, ესე იგი რაღაც უნდა მოხდეს, რომ მოგვაქციონ ყურადღება. აი მოხდა და იმედია ახლა მაინც არ გადადებენ დახმარებას.