ივერიონი / "კონსენსუსი"-დაანებეთ ლევან ვასაძის სულში ხელების ფათურს თავი!"

"კონსენსუსი"-დაანებეთ ლევან ვასაძის სულში ხელების ფათურს თავი!"

ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსენსუსის" განცხადება

 

   "...ოდითგანვე  ასე  მოგვდგამს  ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან  მტერი  აურაცხელი  გვყავდა  მუდამ, მაგრამ  დიდი  კაცი  თუ  გამოგვერია მას  ისე  დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას  ყვავები..."

კონსტანტინე   გამსახურდია.

 

   -"როდესაც გაზეთ " ვერსიის" ამაწლის 25 ივლისის ნომერში წავიკითხეთ წერილი სათაურით "რაინდი ლევან ვასაძე _ ორსახოვანი იანუსი " (ნეტა არ წაგვეკითხა!) მართლა ავღშფოთდით. ავღშფოთდით კი არა, გავბრაზდით ! რა ხდება ხალხო ? საკმარისია ჩვენს ისედაც მცირე ერში ერთი ვინმე წესიერი, წარმატებული ადამიანი გამოჩნდეს, რომ მაშინვე ვეძგერებით დამშეული ნადირივით და გასაგლეჯად გავიმეტებთ, ტალახში ამოვსვრით,  სულში დავუწყებთ ხელების ფათურს, მის პირად ცხოვრებაში უაპელაციოდ ჩავერევით…..,

   თურმე ნუ იტყვით და ლევან ვასაძე, ეს მართლაცდა მამულიშვილი, ქველმოქმედი, სულით ხორცამდე ქართველი კაცი,  განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის  ყოფილა.

   მერე რა მოხდა?! ნუთუ არ შეიძლება განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი, რომელიც შესაძლოა თუნდაც ვიღაც ამერიკელის "გაქაჩული" იყოს წარსულში, იყოს სამშობლოზე შეყვარებული მამულიშვილი, ქველმოქმედი, რაინდი.. ჩვენ როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსენსუსი" ვგმობთ ლევან ვასაძის პიროვნებაზე განხორციელბულ შეტევას და მივმართავთ ყველას, დაანებეთ ადამიანის სულში ხელების ფათურს თავი!!! ნუ ქექავთ მის წარსულს, არ შეიძლება თუნდაც მისი შესაძლო წარსულით ადამიანის დისკრიმინაცია, ნუ ერევით მის პირად ცხოვრებაში!! ლევან ვასაძის და არა მარტო მისი, პირადი ცხოვრება არავის განსახილველი არ არის!!! მთავარია ადამიანმა ქვეყნისა და  ხალხისთვის სასიკეთო საქმე  აკეთოს,

მისი პირადი ცხოვრება  კი _ მისი პირადია! არავის საქმე არაა, ვის რა ფერის საცვალი აცვია.

  ბატონ  ლევანს  კი  ვეტყოდით:

   ბატონო  ლევან! თქვენით ამაყობს ქართველი ხალხი!  "ყურს ნუ დაუგდებთ მავანთ ყბედობას.." აკეთეთ თქვენი დიადი საქმეები და ,,სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაჰკარგავს".…

   ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს ბატონ უჩა ნანუაშვილს თხოვნით, შეისწავლოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს როგორც ბატონ ლევან ვასაძის, ასევე ნებისმიერი ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში  ჩარევის  ფაქტებზე.

 

ადამიანის  უფლებათა  დაცვის

არასამთავრობო  ორგანიზაცია

,,კონსენსუსი"             

29.07.2014 წელი.

 

29-07-2014, 14:27
უკან დაბრუნება