ივერიონი / კახი კახიშვილი:-"ცხელი ზაფხული ჯერ არ დასრულებულა..."

კახი კახიშვილი:-"ცხელი ზაფხული ჯერ არ დასრულებულა..."

   საარჩევნო საკითხებში ექსპერტი კახი კახიშვილი  სენატორების განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ განცხადება სენატოების ნაწილმა გამოაქვეყნა და არა ყველამ, ხვალ  შესაძლოა ევროპის საპარლამენტო ანსამბლეამ გამოთქვას შეშფოთება.  ცნობილია, რომ სენატორთა გარკვეული ჯგუფი გაგებით შეხვდა იანუკოვიჩისთვის ბრალის წაყენების საკითხს. 

   -" გააჩნია ჩვენ როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ. ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც კანონის წინაშე ყველა იქნება პასუხისმგებელი.  როდესაც საუბარი  ექს-პრეზიდენტის ბრალეულობაზეა , პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მყარი უნდა იყოს. სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს მასალის გაცნობის  შემდეგ  საქმის გარშემო  ეჭვი არ  უნდა დარჩეთ. " -განაცხადა კახიშვილმა.

   მისი თქმით ამ კატეგორიის საქმეების გამოძიება მაღალი ხარისხით უნდა მიმდინარეობდეს. პრესკომფერენციის მსვლელობისას მან ასევე ყურადღება გაამახვილა ორ მოწმეზე, რომელთა ჩვენების საფუძველზეც მოხდა ბრალის წარდგენა  და განმარტა, რომ ბრალი მხოლოდ ამ ორი მოწმის საფუძველზე არ არის გამოტანილი. კახიშვილი იმედოვნებს, რომ საქმეში კიდევ სხვა ტიპის მტკიცებულებები იარსებებს .ეს არის პირველი სისტემური სახის დანაშაული. 

  კახიშვილმა კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადრება. კონკრეტულად კი იმაზე, რომ  საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გაუგებარია გაფლანგვის მნიშვნელობა. ამიტომ  საქართველოს პროკურატურამ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება წამების კუთხით უნდა მიიპყროს. 

  -"რაც შეეხება ცხელ ზაფხულს ის ჯერ არ დასრულებულა. სხვადასხვა პროკურორები თუ სწორი ინფორმაცია მაქვს წლის ბოლომდე რჩებიან საქართველოში და კიდევ არა ერთ საქმეს გადახედავენ." - განაცხადა კახიშვილმა. 

 ნათია ხარბედია

 

 

29-07-2014, 14:55
უკან დაბრუნება