რომან გოცირიძის განცხადებით, რუსეთისადმი დაწესებულმა სანქციებმა საქართველომდეც მოაღწია. ინფორმმაცია ამის შესახებ გოცირიძემ საკუთარი "ფაცებოოკ" გვერდზე დაწერა.
-"რუსეთისადმი დაწესებულმა სანქციებმა საქართველომდეც მოაღწია. დღეს ევროკავშირმა ორ რუსულ სახელმწიფო ბანკს "Сбербанк"-ს და " ВТВ" ბანკს აუკრძალა ევროპული ორგანიზაციებიდან სესხის აღება. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ საკუთარი, უკვე საკმაოდ მწირი რესურსების იმედად უნდა იყვნენ. ეს
ქართულ შვილობილი "ВТБ"-ზეც ვრცელდება. რუსულ სათაოს ძალიან გაუჭირდება, ქართულს იმდენად არა, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე. საერთოდ, საქართველოში მოქმედი რუსული ( ასევე ყაზახური, სადაც მესაკუთრეებად რუსული კომპანიები მონაწილეობენ) საწარმოების თემა კარგად არის შესასწავლი-განსაკუთრებით, ენერგეტიკულ და კომუნიკაციის სექტორში. არაა გამორიცხული, ამ სანქციებში ისინიც მოჰყვნენ."