ივერიონი / ძაშპა ენგურზე საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივით გამოდის

ძაშპა ენგურზე საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივით გამოდის

   ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა. 4 აგვისტოს სოხუმში ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ერთ-ერთმა კანდიდატმა აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინსტროს ექს–მინისტრი და მილიციის გენერალ-მაიორი ლეონიდ ძაშპა "Caucasus Times"-თან საუბარში ენგურზე (საქართველოს საზღვართან) საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივა გააჟღერა.

 

   -"სასარგებლო იქნება, რომ ფსოუზე (რუსეთის საზღვართან) საზღვარი გავხსნათ და ენგურზე (საქართველოს საზღვართან) – ჩავკეტოთ. ოჩამჩირელები და ტყვარჩელის რაიონის მაცხოვრებლები დიდი ხანია საკუთარ ტერიტროიაზე ცხოვრობენ და ისეთივე სრულუფლებიანები არიან, როგორც აფხაზეთის მაცხოვრებლები. პასპორტიზაციასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა შეიქმნა, არჩევნების მერე რაიონებში და ქალაქებში კვალიფიციური კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც ამ საკითხს გულდასმით შეისწავლის. ამ ხალხს აფხაზეთში ცხოვრების უფლება აქვთ. ლაპარაკი აქ სტატუსშია. აუცილებელია მათი აქ ცხოვრების დაკანონება. არავის აქვს უფლება, შეაგროვოს პასპორტები. ეს კატეგორიულად დაუშვებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აღმოსავლეთ რეგიონიდან უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი. ეს არ ეხება მარტო გალს, ოჩამჩირეს, ტყვარჩელის რაიონს, ასევე აფხაზეთის სხვა რეგიონებს, სადაც ხალხმა აფხაზური პასპორტი უკანონო კომისიების საშუალებით აიღეს"–განაცხადა ძაპშპამ.

 

 

29-07-2014, 16:39
უკან დაბრუნება