ივერიონი / ნინო კობახიძე:-"ახალი სანომრე ნიშნები კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ევროპას"

ნინო კობახიძე:-"ახალი სანომრე ნიშნები კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ევროპას"

   ახალი ლურჯზოლიანი სანომრე ნიშნები ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში. მან ევროპული სტანდარტის სანომრე ნიშნების შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი სანომრე ნიშნები ძალაში სექტემბრიდან შევა.

 

   -"მინდა განმარტება გავაკეთო ამ თემაზე, რადგან მე ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელო იმ პერიოდში, როდესაც ახალი სანომრე ნიშნების მოდელის შერჩევა დაიწყო. ეს არის თანამედროვე, კონცეპტუალური დიზაინის მქონე სანომრე ნიშანი, რომელიც ევროპელ კოლეგებთან ერთად შევიმუშავეთ. ხელისუფლების მიზანია, სანომრე ნიშნები მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ავტომფლობელებს თავიდან ააცილებს მთელ რიგ ხარვეზებს და საერთაშორისო მგზავრობის დროს მათ გადაადგილებას გახდის უსაფრთხოსა და კომფორტულს.

   რაც მთავარია, სანომრე ნიშნების ფასები რჩება უცვლელი, ფასიან ნომრებთან მიმრთებაში კი, ზოგ შემთხვევაში, მცირდება კიდეც. ახალი ნომრების შეძენა უნდა მოხდეს 2020 წლის მიწურულამდე. ამდენად, საუბარია 6 წელზე და ნომრის გამოცვლა არ დააწვება მძიმე ტვირთად მოსახლეობას.

ვფიქრობ, ახალი ლურჯზოლიანი სანომრე ნიშნები ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე

და კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპას," - განაცხადა ნინო კობახიძემ.

 

31-07-2014, 08:39
უკან დაბრუნება