ივერიონი / ოლიმპიადაში გამარჯვებულებს სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ

ოლიმპიადაში გამარჯვებულებს სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებმა თავიანთი შესაძლებლობები კოლეჯის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაზე გამოავლინეს. ოლიმპიადა  სამ მიმართულებას მოიცავდა:

ვებ პროგრამირება

კომპიუტერული ქსელები

სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX

სასწავლო ოლიმპიადის მიზანს წარმოადგენდა:   მართვის სისტემის სასწავლო პროცესის სტიმულირება/სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესების გაღვივება, სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით, ნიჭიერი პროფესიული სტუდენტების გამოვლენა და მათი წახალისება. ოლიმპიადაში მიღწეული შედეგების მიხედვით დაკომპლექტება საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე გუნდის შემადგენლობაც. ოლიმპიადის ჩატარების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა.

 

ოლიმპიადა  დავალებების და ტესტების მეშვეობით ჩატარდა, რომელთა კონფიდენციალობა დაცული იყო. ოლიმპიადის ჩატარებას კოორდინაცია  საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა გაუწიეს.

 

ოლიმპიადის შედეგების საფუძველზე, გამარჯვებულად გამოვლინდნენ რეიტინგულ სიაში თითოეულ მოდულში პირველ ადგილზე გასული ოლიმპიადის მონაწილენი, ხოლო საპრიზო ადგილები დაიმსახურეს რეიტინგულ სიაში თითოეულ მოდულში მეორე და მესამე ადგილზე გასულმა ოლიმპიადის მონაწილეებმა.

 

ოლიმპიადაში გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები დააჯილდოვა:

 

პირველი ადგილი  – 300 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი

 

მეორე ადგილი- 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი

 

მესამე ადგილი- 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი

31-07-2014, 09:01
უკან დაბრუნება