ივერიონი / გიგლა ბარამიძე: "გრძელდება ჩვენი პოლიტიკური ძალის პოლიტიკური დევნა სახელმწიფო სტრუქტურების გამოყენებით"

გიგლა ბარამიძე: "გრძელდება ჩვენი პოლიტიკური ძალის პოლიტიკური დევნა სახელმწიფო სტრუქტურების გამოყენებით"

   -"გრძელდება ჩვენი პოლიტიკური ძალის პოლიტიკური დევნა სახელმწიფო სტრუქტურების გამოყენებით.

   ნაცვლად იმისა, რომ "ქართული ოცნების" საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის დაებრუნებინა რეალური დანიშნულება, რაც პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარებით განისაზღვრება, ის ბოლო დრომდე უნარჩუნებდა აუდიტის სამსახურს სადამსჯელო ფუნქციას და იმ საკადრო შემადგენლობას, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის დროს არამართლზომიერი ქმედებებით გამოიჩინა თავი.

   საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ აღნიშნული სამსახურის მეშვეობით ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სრულიად დაუსაბუთებლად დაგვაჯარიმეს 65 000 ლარის ოდენობით, ხოლო მოგვიანებით 22 000 ლარით, იყო სხვა მრავალი სუბიექტური გადაწყვეტილებებიც.

   ამჯერად ხელისუფლება, თავის დროზე ნაცმოძრაობის დიდი დასაყრდენისა და მოამაგის თორდია - მოგელაძის აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით კვლავაც სრულიად დაუსაბუთებლად, უსამართლოდ აპირებს ჩვენი პოლიტიკური ძალის დაჯარიმებას, ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული სავსებით კანონიერი ლეგიტიმური შემოწირულობების გამო (შემომწორველები კი გახლავან ბოლო არჩევნებზე თბილისის საკრებულოს კანდიდატები სიის 6 ნომერი მანუჩარ ომანაძე, თბილისის საბურთალოს შტაბისა და პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბატონი ოთარ თავართქილაძე და თქვენი მონამორჩილი პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე) (გაორმაგებული დასაჯარიმებელი თანხა შეადგენს 142 000 ლარს)

   იმ ფონზე, როდესაც ბოლო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მიიღო პრაქტიკულად 6 მილიონამდე ლარი, ასევე სოლიდური თანხა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხოლო ჩვენ 300 000, რატომღაც ხელისუფლებამ და აუდიტის სამსახურმა გადაწყვიტა სწორეთ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციისათვის შემოწირულობები გამხდარიყო განსაკუთრებული დავის საგანი და მიკერძოებით სურთ რადაც არ უნდა დაუჯდეთ წაგვართვან დიდი ნაწილი იმ ფინანსებისა, რომელიც ჩვენი ხალხის მხარდაჭერის საფუძველზე სამართლიანად მოვიპოვეთ.

   მიმდინარეობს ტოტალური ზეწოლა საპარლამენტო არჩევნებამდე, როგორმე მოხდეს ჩვენი, როგორც რელალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მაქსიმალურად შევიწროება და ფინანსურად გაკოტრებაც კი. ნათელია, რომ ქართულ ოცნებას ეშინია ნინო ბურჯანაძისა და მისი გუნდის.

დაფინანსების წართმევა და დაუსაბუთებელი დაჯარიმება ნამდვილად არ არის იმ მეთოდი, რომელიც გაგვაჩერებს. სამწუხაროდ ჩვენ ამ რეჟიმში მუშაობას შეჩვეული ვართ. ჩვენ არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი კანონიერი უფლებების დასაცავად, რაც ბევრად უარეს მდგომარეობაში გაგვიკეტებია სააკაშვილის რეჟიმის დროს.

   საგულისხმოა ისიც რომ, ცეესკოში ჩვენს დაფინანსებასთან დაკავშირებით ყველა კენჭისყრაზე "ქართულმა ოცნებამ" ჩვენს საწინააღმდეგოდ მისცა ხმა, რის გამოც, იძულებული გავხდით ჩვენი კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში წაგვემართა. მოგვეხსენებათ სასამართლო მოვიგეთ.

   ჩვენთვის უცნობია აქვს თუ არა ინფორმაცია პრემიერ ღარიბაშვილს ჩვენი დევნის შესახებ, თუმცა არ გაგვიკვირდა რომ ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკა.

ამავე დროს ავღნიშნავთ - უდაოდ მისასალმებელია, რომ გუშინ ქვეყნის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ, საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე სესიაზე აუდიტის სამსახურის მუშაობა შეაფასა უარყოფითად, გაჩნდა ვარაუდი შესაძლო კრიმინალის არსებობისა და აქედან გამომდინარე მისი ხელმძღვანელის იმპიჩმენტის, რიდაც კიდევ ერთხელ მყარად დადასტურდა ჩვენი სამართლიანი, მკაცრი კრიტიკა და ეჭვი აღნიშნული სამსახურისა და მისი პირველი პირის მიმართ.

ჩვენი პოლიტიკური ძალა მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მონიტორინგი დაუწესონ ხელისოფლების სრულიად უკანონო ქმედებებს ჩვენთვის დაფინანსების, შეზღუდვა-შემცირებასთან დაკავშირებით.   

 

1-08-2014, 00:07
უკან დაბრუნება