ივერიონი / რა აშფოთებს "გაერთიანებული ერების ორგანიზაციის" ადამიანის უფლებათა კომიტეტს?

რა აშფოთებს "გაერთიანებული ერების ორგანიზაციის" ადამიანის უფლებათა კომიტეტს?

    "გაერთიანებული ერების ორგანიზაციის" ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოსადმი მეოთხე პერიოდული ანგარიშისთვის მომზადებული ძირითადი შენიშვნები გამოაქვეყნა. ანგარიშში დიდი ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ აღმოჩენილ დარღვევებს.

 

    -"სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რათა იძულებითი გაუჩინარების, სამოქალაქო მოსახლეობისა და სხვა დაცული პირების მიმართ განურჩეველი და არაპროპორციული ძალის გამოყენების, უკანონო დაკავებების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ქონების დაზიანებისა და ჩამორთმევის ფაქტები დამოუკიდებლად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული, რათა სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი პირები, პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად დაისაჯონ, დაზარალებულებს კი სათანადო დახმარება გაეწიოთ, მათ შორის, კომპენსაციის სახითაც.

  კომიტეტი შეშფოთებულია იმ ნელი წინსვლით, რომელიც წარსულში ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების გამოძიების, დამნაშავეთა გამოვლენისა და მათ პასუხისგებაში მიცემის თვალსაზრისით მიმდინარეობს, რომლებიც უშუალოდ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ მოხდა, მათ შორის საქმეებისა, რომლებიც იძულებით გაუჩინარებას, სამოქალაქო და სხვა დაცული პირების მიმართ განურჩეველი და არაპროპორციული ძალის გამოყენებას, უკანონო დაკავებებს, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ქონების დაზიანებასა და ჩამორთმევას ეხება, რომლებიც შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც ომის დანაშაული და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული",- აღნიშნულია დოკუმენტში.

 

1-08-2014, 00:23
უკან დაბრუნება