პრემიერი მთავრობის წევრებს მოუწოდებს განიხილონ ინიციატივა და შესაბამის გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.
„საქართველოს პრემიერ–მინისტრი გამოდის ინიციატივით საჯარო უწყებებში სამუშაოს დაწყების დროის გადმოწევის შესახებ.
„დღეს საჯარო სამსახურებში მუშაობა იწყება 10 საათზე, გამოვდივარ ინიციატივით, სამუშაო საათები დაიწყოს 9 საათზე, რადგან, მიმაჩნია, რომ 10 საათი არის გვიან,“– ეს ინიციატივა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნული ინიციატივა რა თქმა უნდა არ ეხებათ უწყებებს, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული რეჟიმი. ესენია – შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი, სასჯელაღსრულება.“ ნათქვამია ღარიბაშვილის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში.