საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში, ფეხბურთის მატჩის შემდეგ მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ დაპირისპირებით ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაძაბვა სურს.
„ეს ხდება მაშინ, როცა მიმდინარეობს სპორტული ღონისძიება, მატჩი. ამავე დროს, სპორტის სამინისტროს მოწვევით საქართველოში იმყოფებიან აზერბაიჯანელი ჟურნალისტები. დარწმუნებული ვარ, ეს უწყება ყველაფერს გააკეთებს , რათა აზერბაიჯანული მხარე დაარწმუნოს , რომ მათ უკან არც სახელმწიფო და არც ამ გუნდის გულშემატკივრები არ დგანან. ეს ვიღაცის ინდივიდუალური ქმედებაა, რომელიც ჩემის აზრით, დადგმული პროვოკაცია იყო. ამას ყველა უნდა გაემიჯნოს და ასეთი საქციელი აუცილებლად უნდა დაგმოს.
აზერბაიჯანსა და ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობაა და ამ ურთიერთობის დაძაბვა ვერ მოხდება. ასეთი პროვოკატორები მიზანს ვერ მიაღწევენ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.