ივერიონი / რატომ ეურჩება პარლამენტი პრეზიდენტს

რატომ ეურჩება პარლამენტი პრეზიდენტს

პარლამენტმა საქართვრთველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.


როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი მაია იმერლიშვილი აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მიუკერძოებლები და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.


„ამ კანდიდატებს მე ძალიან კარგად ვიცნობ. ისინი პროფესიონალები, კარგი იურისტები, მიუკერძოებელი ადამიანები არიან, რაც სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს და მას ბუნებრივია, შეუძლია პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტი აპირებს, რომ ისევ იგივე კანდიდატურებით წარსდგეს საქართველოს პარლამენტის წინაშე“, - განაცხადა იმერლიშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ 2 კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.

1-08-2014, 16:47
უკან დაბრუნება