ივერიონი / რატომ არ ესწრებოდა ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას?!

რატომ არ ესწრებოდა ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას?!

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს დღევანდელ  სხდომას არ დაესწრო. თუ რა მიზეზით, საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულს თავად პრეზიდენტი გამოეხმაურა.
„უელსის სამიტზე საქართველო ძალიან მომზადებული მიდის. ჩვენ შეგვიძლია, ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ ჩვენი მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში, ასევე ის რეფორმები, რაც გატარდა, უნდა აისახოს სამიტზე. ჩვენ გვქონდა დეტალური საუბარი იმ სამუშაოებზე, რომელიც ჩავატარეთ სამიტის მოსამზადებლად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


 კითხვაზე, თუ რატომ არ იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უპასუხა:  „მე გამიხარდებოდა, რომ პრემიერ-მინისტრი დასწრებოდა ამ სხდომას."


შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ უშიშროების ხდომას პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, ნატოში საქართველოს ელჩი, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრნენ.

1-08-2014, 17:16
უკან დაბრუნება