ივერიონი / ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს კახაბერ ასკურავას ბრალი ცემის ფაქტზე წარედგინა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს კახაბერ ასკურავას ბრალი ცემის ფაქტზე წარედგინა

   შინაგან საქმეთა სამინისროს იუნფორმაციით, შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, 1976 წელს დაბადებულ კახაბერ ასკურავას ბრალი ცემის ფაქტზე წარუდგინეს.

    გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კახაბერ ასკურავამ მიმდინარე წლის 25 ივლისს ქალაქ ლანჩხუთში ლანჩხუთის მუნიპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატ რომან ბიწაძეს და მასთან შეხვედრაზე მყოფ საკრებულოს აპარატის ყოფილ თანამშრომელ ლილი ებრალიძეს ბიწაძის სამუშაო ოთახში, ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

      ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დაზარალებულებს სხეულის მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. 

 

2-08-2014, 10:30
უკან დაბრუნება