ივერიონი / დაკავება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით

დაკავება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით

   შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, შსს-მ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული კონსტანტინე ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

   "სამართალდამცველებმა თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე, დაკავებულის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას არარეგისტრირებული, ქარხნული წესით დამზადებული, "ნაგანი"-ს სისტემის 2 რევოლვერი, ასევე ქარხნული წესით დამზადებული "ბერეტა"-ს სისტემის პისტოლეტი და 25 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს." ნათქვამია განცხადებაში. 

   გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. 

 

2-08-2014, 10:34
უკან დაბრუნება