სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეების პოსტებს გოჩა ცოფურიშვილი, იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი დაიკავებენ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს, სოზარ სუბარის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე იქნება, მოადგილეები კი - მამუკა ცოტნიაშვილი, გოგი ფაცაცია და შოთა რეხვიაშვილი.
შესაბამის ბრძანებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.