სომხეთის თავდაცვის მინისტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
-"აზერბაიჯანული არმია აწარმოებს სროლებს სომხეთის საბრძოლო პოზიციების მიმართულებით, როგორც ჩვეულებრივი შეიარაღებიდან, ასევე საარტილერიო დანადგარებიდან. აზერბაიჯანლები იყენებენ ნაღმმტყორცნებს, სარაკეტო-საზენიტო დანადგარებს".
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სომხურ მხარეს დიდი დანაკარგი აქვს.
ვრცელდება ინფრმაცია, რომ სიტუაცია ყარაბაღის ფრონტის ხაზზე მკვეთრად გაუარესდა, გახშირდა სროლები დასახლებული პუნქტების მიმართულებით, იზრდება დანაკარგი ორივე მხრიდან.