ივერიონი / აშშ სომხეთს და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ სომხეთს და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და განცხადებას ავრცელებს:

 

   -"აშშ შეშფოთებულია დაპირისპირების ხაზთან კონფლიქტის ესკალაციით, რამაც 31 ივლისს მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია. ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს და მოვუწოდებთ მხარეებს, მიიღონ ყველა ზომა, რათა დაძაბულობამ იკლოს და პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფოს დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა.

აშშ  მოუწოდებს ილჰამ ალიევს და სერჟ სარგსიანს პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში შეხვდნენ და დიალოგი განაახლონ.

 

   31 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკების შედეგად სხვადასხვა მონაცემებით, 10 აზერბაიჯანელი და 2 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც. 

 

2-08-2014, 15:30
უკან დაბრუნება