ოთარ გურგენიშვილი-ჩვენი დროის გმირი
მთელი საქართველო შეძრა ახალგაზრდა კაცის დაღუპვამ, რომელმაც სიცოცხლე გასწირა მცირეწლოვანი ბავშვის გადასარჩენად. ოთარ გურგენიშვილმა საკუთარი სიცოცხლით პატარა ბავშვის სიცოცხლე იხსნა და თავისი გარდაცვალებით მთელ საზოგადოებას მოყვასის სიყვარულის, თავგანწირვის და ადამიანის დანიშნულების უბადლო მაგალითი დაუტოვა.
გუშინ ის ბოლო გზაზე არა მხოლოდ ახლობლებმა, ნათესავებმა და მეგობრებმა გააცილეს, არამედ მთელმა საზოგადოებამ-უცნობი ადამიანები ქედს იხრიდნენ მისი ვაჟკაცობის წინაშე და არ წყდებოდა ცრემლის ზღვა.
ასეთ გმირებს ხალხი არ ივიწყებს. გმირები მხოლოდ ომის დროს არ იბადებიან. ასეთ გმირებზე დგას სამყარო.
კადრები, რომელსაც ახლა გთავაზობთ ძალიან მძიმეა, რის გამოც ბოდიშს ვუხდით ჩვენს მკითხველს, მაგრამ ვითვალისწინებთ რა საზოგადოების დიდ პატივისცემას თანამედროვე გმირისადმი, გთავაზობთ მის ბოლო გზას.
"კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს..."
ავტორები-ირინა თურქია
თინა თაყაძე
"ივერიონი" მადლობას უხდის ტელეკომპანია "ქართული ტვ"-ს სიუჟეტის მოწოდებისთვის.