მიხეილ სააკაშვილისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას გიორგი ვაშაკიძე ეხმიანება და წერს:
-"თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა... მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ გუშინ მიმართა".
რამდენჯერმე ვცადე ჩემი აზრი გამომეთქვა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მის გასაოცარ "ოპერატიულობაზე" პოლიტკორექტულად და სამართლებრივი შეფასებით.
არ გამოდის იდიოტიზმზე პოლიტკორექტულად და სამართლებრივი თვალსაზრისით მსჯელობა.
"მთავრობის" პოლიტიკურ კაპიტალს და რეპუტაციას ეს "судебный загул" არაფერს შემატებს, იმიტომ რომ, რაც არ არსებობს, იმას ვერაფერს შემატებ.
მიხეილ სააკაშვილის რეპუტაციას ეს "იურიდიული" გამოხტომა ვერაფერს დააკლებს, იმიტომ რომ მისი მიღწევები და მისი შეცდომები გაცილებით უფრო ავტორიტეტული სასამართლოს - ერის - განსასჯელად არის გამოტანილი.
აი, საქართველოს რეპუტაციას კი ამ "ხელისუფლების" პირობებში უკვე აღარაფერი ეშველება