ტელეარხი "Россия 24" ავრცელებს ინფორმაციას, რომ დონეცკის გარეუბნებში მარინკასა და ალექსანდროვსკში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლები. გამოყენებული იყო გრადი და "გაუბიცები". არხის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები განდევნილი იქნენ ორი დასახლებიდან, რასაც უარყობს უკრაინული მხარე.
პეტროვსკის რაიონში საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი, რის გამოც შეწყვეტილია ტელე-რადიო მაუწყებლობა, დანგრეულია საცხოვრებელი სახლი და სკოლა, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
მედიის ინფორმაციით ანალოგიური სიტუაციაა ქალაქ კრასნოგოროდსკში, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა იბომბება. ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას დახმარებას "სახალხო ფრონტი" უწევს. ორგანიზაციის წევრებმა ქალაქში მიიტანეს მედიკამენტები, ბავშვთა კვება, პროდუქტი და სასმელი წყალი.
ადგილობრივი მთავრობა გუმანიტარულ კატასტროფაზე საუბრობს-არ არის შუქი, წყალი, გაწყვეტილია სატელეფონო კავშირი, დაკეტილია მაღაზიები, პროდუქტიც თავდება და მშვიდობიანი მოსახლეობა ქალაქებს ვერ ტოვებს.